ხარაგაულში, სოფელ ვახანში, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტები გარდამავალია და მათი დასრულება წინსწრებით მოხდება, რაც ნიშნავს, რომ 𝟮𝟬𝟮𝟱 წელს გასაწევი სამუშაოები მიმდინარე წელს შესრულდება.  

ელაზნაურის, ფერაძეების და არევაძეების უბანი, სოფელი სერბაისი - ეს ის ლოკაციებია   სადაც პრიორიტეტების განსაზღვრის შემდეგ, გზების რეაბილიტაცია, გადასაადგილებლად რთულ მონაკვეთებზე გადაწყდა.    საერთო ჯამში, ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბეტონის საფარი გზის 𝟮 𝟭𝟬𝟲 მეტრ მონაკვეთზე დაიგება.

𝟮𝟬𝟮𝟰 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ხარაგაულის მერია 𝟲 𝟬𝟱𝟭 𝟮𝟳𝟭 ლარს დახარჯავს.    რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით 𝟮𝟴 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.