„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ოზურგეთში გაიმართება.

მიმდინარე კვირის განმავლობაში კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა ასევე გაიმართება ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში.

შეგახსენებთ: „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა 22 აპრილს დაიწყო.