შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ვ.ე. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 200 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.