iMtavroba

iBusiness

კახეთის მხარე / ყვარლის მუნიციპალიტეტი

    XI საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმის მოწყობა იგეგმება

XI საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმის მოწყობა იგეგმება

XI საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმის მოწყობა იგეგმება. მუზეუმი, ტაძრის შესასვლელის მარჯვნივ, XVI საუკუნის დროიდენდილი საეპისკოპოსო სასახლის ადგილას განთავსდება. ამ მიზნით, ყოფილი სასახლის კედელებისა და ქონგურების ფრაგმენტების აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. იგეგმება ასევე შენობის კრამიტით გადახურვა და შიდა სამუშაოები. სიძველის მუზეუმში 2005 წლიდან დღემდე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოების დროს აღმოჩენილი არტეფექტები განთავსდება, ამავე სივრცეში დაგეგმილია ხატების სარესტავრაციო...

    14 დეკემბრის 10:00-დან 15:00 საათამდე ყვარელის მუნიციპალიტეტს გაზის მიწოდება შეუწყდება

14 დეკემბრის 10:00-დან 15:00 საათამდე ყვარელის მუნიციპალიტეტს გაზის მიწოდება შეუწყდება

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" მომხმარებლებს აცნობებს, რომ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, 14 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან შუადღის 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება ყვარლის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს შეუწყდებათ. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

    ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მოხდა

ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მოხდა

კახეთში 5000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წლით უზრუნველყოფა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარეობს მარცხენა მაგისტრალური არხის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის ტრაპეციული კვეთის ტორკრეტირება. რეაბილიტაცია უტარდება სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას (გალერეა, დიუკერი, გვირაბი, სახიდე გადასასვლელი, ღვარსაშვი). გათვალისწინებულია საექსპლუატაციო გზის მოწყობა.  „საქართველოს...

    კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეეზღუდება

კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეეზღუდება

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ ელექტროგადამცემ ხაზზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 დეკემბერს აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება. ყვარლის მუნიციპალიტეტი: 10:30-დან 17:00 საათამდე სოფლები: გავაზი, ზინობიანი, ჩანთლისყურე, ოქტომბერი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი: 10:00-დან 18:00 საათამდე სოფლები: მანავი, თოხლიაური. 11:40-დან 12:20 საათამდე ქალაქ საგარეჯოს ნაწილი. სიღნაღის მუნიციპალიტეტი: 11:00-დან 13:30 საათამდე სოფლები: ძველი ანაგა, ხირსა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი: 10:00-დან 17:00 საათამდე სოფლები: თამარიანი, ჭიაური, სვიდება. თელავის...

    სოფლების საბუის, ენისლის, გრემისა და ალმატის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

სოფლების საბუის, ენისლის, გრემისა და ალმატის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

სოფლების საბუის, ენისლის, გრემისა და ალმატის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელ საბუის ტყიდან ხე-მასალის გატანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ტყის მასიური გაჩეხვა სოფლებს სასმელი წყლის გარეშე დატოვებს. "მოსახლეობის მოთხოვნაა შეწყდეს საბუის ტყიდან ხე-მასალის გადინება. ტყეს თუ გაჩეხენ, სარწყავს ვინ ჩივის და სასმელი წყალიც აღარ იქნება სოფლებში. ჩვენ კომპანია "ქართული ჯგუფის" წარმომადგენლებს ორი თვის წინ ვესაუბრეთ, ისინი ამბობენ, რომ ფართობი 2008 წელს 2025 წლამდე იჯარით აიღეს. როგორც მე ვიცი იანვრამდე დაახლოებით 800 კუბი მორის...

    ლოპოტას ტბის კომპლექსში რეგიონის მასშტაბით მოქმედი ადვოკატებისთვის სემინარი მიმდინარეობს

ლოპოტას ტბის კომპლექსში რეგიონის მასშტაბით მოქმედი ადვოკატებისთვის სემინარი მიმდინარეობს

კახეთში, ლოპოტას ტბის კომპლექსში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით რეგიონის მასშტაბით მოქმედი ადვოკატებისთვის სემინარი მიმდინარეობს. სემინარი მიზნად ისახავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემაში მოღვაწეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლებას. კახეთში მოღვაწე ადვოკატებს საკუთარ გამოცდილებას ამერიკელი კოლეგები და ექსპერტები უზიარებენ. ,,ჩვენთან სტუმრად იმყოფება ჯორჯიის შტატის დელეგაცია, ექსტრა კლასის ადვოკატები, რომლებიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემაში მოღვაწეობის საკუთარ გამოცდილებას კახელ კოლეგებს უზიარებენ. მოგეხსენებათ...

    ყვარლის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა

ყვარლის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა

ყვარლის ახლადარჩეული მერი როსტომ სესიაშვილი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა. ინფორმაციას ამის შესახებ ყვარლის მუნიციპლაიტეტის გამგეობა ავრცელებს. როსტომ სესიაშვილი მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში აირჩია და მან ამომრჩეველთა ხმების 63.85 % მიიღო. ახლად არცეულმა მერმა სამუშაო დღე თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო.  როსტომ სესიაშვილმა 2008 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკურ–ჰუმანიტარული ფაკულტეტი. 2008–2011 წლებში სწავლობა...

    სოფელ ბაკურციხეში მართლმადიდებლური ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს

სოფელ ბაკურციხეში მართლმადიდებლური ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით მართლმადიდებლური ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს. ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ვარაუდით, ტაძარი შუა საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული. „უნდა მივმართოთ ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რათა ჩამოვიდნენ სპეციალისტები და დეტალური გამოკვლევა მოხდეს, შემდეგ კი აღდგენა პირვანდელი სახით. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და რიყის ქვითაა ნაშენი. ვისი სახელობისაა არ ვიცით. მნიშვნელოვანია იმით, რომ მეცნიერებისთვის სრულიად უცნობი ძეგლია. ჩემი...

    სოფელ ართანაში, კოხტას მთის ფერდობი იწვის

სოფელ ართანაში, კოხტას მთის ფერდობი იწვის

სოფელ ართანაში, კოხტას მთის ფერდობი იწვის. ხეობაში დილიდან დიდი დაკვამლიანებაა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 12 კილომეტრში გავრცელდა და ის ხმელ ხეებს და ბალახს უკიდია. ხანძარსაწინააღმდეგო პროცესს მიუვალი ადგილები ართულებს, რის გამოც ადგილზე სახანძრო მანქანები ვერ მიდიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიის დაზვერვითი სამუშაოები გამთენიისას განხორციელდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული.

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და საავტომობილო გზა გადაკეტა. მათი თქმით, ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს კუთვნილი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები, წინა ხელისუფლებამ კერძო პირზე გაასხვისა, რომელმაც მიწა ,,საქართველოს ბანკში,, ჩადო და დღეს უკვე ბანკი აპირებს მის გაყიდვას.მოსახლეობა ამბობს,რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღნიშნული მიწის ფართობს ყოველწლიურად ამუშავებდნენ, ახლა კი ბანკმა დაცვის კომპანია დაიქირავა და გლეხებს საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარების უფლებას არ...

    პირველადი მონაცემებით კახეთში ოპოზიციური პარტიების 11-მა კანდიდატმა გაიმარჯვა

პირველადი მონაცემებით კახეთში ოპოზიციური პარტიების 11-მა კანდიდატმა გაიმარჯვა

კახეთის საარჩევნო ოლქების მიხედვით, ოპოციზიური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის სულ 11-მა კანდიდატმა გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება: გურჯაანი #16 საარჩევნო ოლქი ვალერი ბარნაბიშვილი (“ევროპული საქართველო”) – 56.36% #17 საარჩევნო ოლქი- ვალერი ირომაშვილი- 52,05; დედოფლისწყარო #3 საარჩევნო ოლქი შალვა ხორნაული(“პატრიოტთა ალიანსი”) – 51.63% #9 საარჩევნო ოლქი ავთანდილ ხარხელაური(“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) – 48.04% ლაგოდეხი #2 საარჩევნო ოლქი ბესიკ...

    კახეთის 8 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 6 საჩივარი დაიწერა

კახეთის 8 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 6 საჩივარი დაიწერა

კახეთის 8 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 6 საჩივარი დაიწერა. მათგანი 2 საჩივარი შევიდა ლაგოდეხის საოლქო კომისიაში. ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მარიკა გიორგაძის თქმით, ორივე პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. თელავის საოლქო კომისიაში ევროპულმა საქართველომ დაწერა საჩივარი, რომელიც კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის თქმით, პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. კერძოდ, საჩივარში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი უბანთან ახლოს ეწეოდა აგიტაციას. ერთი საჩივარი დაიწერა, ასევე, ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ერთიანი...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი