iMtavroba

iBusiness

გურიის მხარე / ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

    გურიის №62-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის, ერთი საჩივარია შესული

გურიის №62-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის, ერთი საჩივარია შესული

გურიის №62-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ამ დროისათვის, ერთი საჩივარია შესული. კომისიის თავმჯდომარეს, თემურ კუტუბიძეს განაცხადებით, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა რეგისტრატორობაზე უარი თქვა და მისი ფუნქციის შესრულება კომისიის სხვა წევრს მოუხდა. თავმჯდომარის განცხადებით, ამ დრომდე კომისიაში სხვა სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა.

    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის რეაბილიტაცია მიმდიანრეობს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის რეაბილიტაცია მიმდიანრეობს

სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფრომაცოას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ვანზომლეთი, შუა ამაღლება, გორაბერეჟოული, საჭამიასერი, ნაბეღლავი, ხევი, ზემოხეთი, ფარცხმა, იანეული, ქვაბღა, ერკეთი, გოგოლესუბანი, ზოტი- სოფლების დაზიანებული შიდა გზების პირველადი გაწმენდითი სამუშაოები შესრულებულია, სპეციალური ტექნიკით დაპროფილდა დამეწყრილი უბნები. სოფლებში შესაძლებელია უსაფრთხო გადაადგილება. დღეს დილიდან კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები, კვლავ...

    გურიაში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა

გურიაში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა

გურიაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო, დაზიანდა და წაღებულია შიდა სასოფლო გზები, გაბიონები, ხიდები და მილ-ხიდები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, განვითარდა მეწყრული პროცესები,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, უამინდობის გამო შექმნილ პრობლემებს ადგილზე ეცნობა და მათი გადაჭრის გზებს განიხილავს. სტიქიასთან ბრძოლის მუნიციპალური შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და...

    სუფსაში შსს-ს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს აშშ-ის ელჩი ეწვია

სუფსაში შსს-ს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს აშშ-ის ელჩი ეწვია

დღეს აშშ-ის ელჩი იან კელი დელეგაციასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია. სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ - შალვა ხუციშვილმა, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ლევან ჭაბუკიანმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ - ნინო ბაქრაძემ უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ცენტრის ხელმძღვანელმა, სასაზღვრო პოლიციის მეორე რანგის კაპიტანმა შოთა მიროტაძემ...

    გურიაში კიდევ ერთი თხილის საწარმო - კოოპერატივი "გურიის თხილი" ამოქმედდა

გურიაში კიდევ ერთი თხილის საწარმო - კოოპერატივი "გურიის თხილი" ამოქმედდა

გურიაში კიდევ ერთი თხილის საწარმო - კოოპერატივი "გურიის თხილი" ამოქმედდა,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საწარმო დღეს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და თხილის გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო. „ჩვენ ვიმყოფებით "გურიის თხილი" საწარმოში, რომელიც დღეს გაიხსნა. კოოპერატივმა მიიღო, როგორც სამთავრობო, ასევე საერთაშორისო ფინანსური დახმარება. აქ შექმნილი პროდუქცია განკუთვნილია...

    გურიაში გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალები ახალაშენებულ შენობებში განთავსდება

გურიაში გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალები ახალაშენებულ შენობებში განთავსდება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალები ახალაშენებულ შენობებში განთავსდება,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, ცენტრის პერსონალს, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან ნინო წილოსანთან და გურიის გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად შეხვდა. „გურიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, მოვინახულეთ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის...

    გურიის გუბერნატორი: რეგიონში ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია

გურიის გუბერნატორი: რეგიონში ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია

გურიაში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. რამოდენიმე სოფელში დატბორილია ასევე საკარმიდამო ნაკვეთები. ამ წუთებში სოფლებში იმყოფება გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე. მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. "უხვი ნალექის შედეგად ჩვენს რეგიონში პატარა მდინარეებზე დაფიქსირდა წყალმოვარდნები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ოჯახს დაეტბორა საცხოვრებელი სახლები და ასევე საკარმიდანო ნაკვეთები. ადგილზე მუშაობს მუნიციპალური ტექნიკა, ასევე...

    მავნებელთან ბრძოლის ფარგლებში გურიაში 17 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეწამლეს

მავნებელთან ბრძოლის ფარგლებში გურიაში 17 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეწამლეს

გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ავიაცია მონაწილეობს. ავიაციის გამოყენებით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში 5 ათასამდე საყანე ფართობებისა და დიდი მასივების დამუშავება იგეგმება,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ვრცელებს.  ავიაციის პარალელურად, ისევე, როგორც სამეგრელოსა და იმერეთში, გურიის რეგიონში მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა, რომელიც დასავლეთ საქართველოშია მობილიზებული. თერმული ნისლის...

    გურიაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაატარეს

გურიაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაატარეს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალაქისა და სოფლის რწმუნებულებს ტრენინგი ჩაუტარდათ,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმიწფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  რწმუნებულები ოზურგეთის მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საცხოვრებელ სახლებში, საკარმიდამო ფართობებსა და შენობებში. მოსახლეობაში დარიგდება საინფორმაციო ბროშურები და ბუკლეტები, თითოეულ ოჯახს გაეწევა აგიტაცია...

    სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთვება

სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთვება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში დღეიდან ავიაცია ჩაერთვება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მასივების დამუშავებაა დაგეგმილი. „ღონისძიებები საავიაციო შეწამვლითი სამუშაოების წესების სრული დაცვით ჩატარდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების განხორცილებისას, აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც საინფორმაციო საშუალებებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით წინასწარ მოხდება მოსახლეობის...

    გურიის გუბერნატორმა ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაათვალიერა

გურიის გუბერნატორმა ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაათვალიერა

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  მიმდინარეობს 4კმ. და 900 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა. სამუშაოებით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებთან გადასასვლელების მოწყობა. პროექტი 3 ეტაპიანია. გზის ნაწილი გასულ წელს მოასფალტდა, წელს...

    პრემიერი: გურიაში ბევრი ბუნებრივი სიმდიდრეა, ეს ხალხისთვის შემოსავლის წყაროდ უნდა ვაქციოთ

პრემიერი: გურიაში ბევრი ბუნებრივი სიმდიდრეა, ეს ხალხისთვის შემოსავლის წყაროდ უნდა ვაქციოთ

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გურიაში ბევრი ბუნებრივი სიმდიდრეა და ეს ხალხის შემოსავლის წყაროდ უნდა იქცეს. „გურიაში, ამ ულამაზეს მიწაზე, ბევრი ბუნებრივი სიმდიდრეა - მთის კურორტებიც არის და ზღვისაც. როდესაც მსოფლიოში ისეთი უნიკალური კურორტები გვაქვს, როგორიცაა ბახმარო და ურეკი, ჩვენ ბოლომდე უნდა ავითვისოთ ეს სიმდიდრე, და ხალხისთვის შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ბახმაროს განაშენიანებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უკვე...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი