iMtavroba

iBusiness

კახეთის მხარე / თელავის მუნიციპალიტეტი

    XI საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმის მოწყობა იგეგმება

XI საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმის მოწყობა იგეგმება

XI საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმის მოწყობა იგეგმება. მუზეუმი, ტაძრის შესასვლელის მარჯვნივ, XVI საუკუნის დროიდენდილი საეპისკოპოსო სასახლის ადგილას განთავსდება. ამ მიზნით, ყოფილი სასახლის კედელებისა და ქონგურების ფრაგმენტების აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. იგეგმება ასევე შენობის კრამიტით გადახურვა და შიდა სამუშაოები. სიძველის მუზეუმში 2005 წლიდან დღემდე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოების დროს აღმოჩენილი არტეფექტები განთავსდება, ამავე სივრცეში დაგეგმილია ხატების სარესტავრაციო...

    ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მოხდა

ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მოხდა

კახეთში 5000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წლით უზრუნველყოფა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარეობს მარცხენა მაგისტრალური არხის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის ტრაპეციული კვეთის ტორკრეტირება. რეაბილიტაცია უტარდება სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას (გალერეა, დიუკერი, გვირაბი, სახიდე გადასასვლელი, ღვარსაშვი). გათვალისწინებულია საექსპლუატაციო გზის მოწყობა.  „საქართველოს...

    კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეეზღუდება

კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეეზღუდება

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ ელექტროგადამცემ ხაზზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 დეკემბერს აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება. ყვარლის მუნიციპალიტეტი: 10:30-დან 17:00 საათამდე სოფლები: გავაზი, ზინობიანი, ჩანთლისყურე, ოქტომბერი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი: 10:00-დან 18:00 საათამდე სოფლები: მანავი, თოხლიაური. 11:40-დან 12:20 საათამდე ქალაქ საგარეჯოს ნაწილი. სიღნაღის მუნიციპალიტეტი: 11:00-დან 13:30 საათამდე სოფლები: ძველი ანაგა, ხირსა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი: 10:00-დან 17:00 საათამდე სოფლები: თამარიანი, ჭიაური, სვიდება. თელავის...

    ლოპოტას ტბის კომპლექსში რეგიონის მასშტაბით მოქმედი ადვოკატებისთვის სემინარი მიმდინარეობს

ლოპოტას ტბის კომპლექსში რეგიონის მასშტაბით მოქმედი ადვოკატებისთვის სემინარი მიმდინარეობს

კახეთში, ლოპოტას ტბის კომპლექსში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით რეგიონის მასშტაბით მოქმედი ადვოკატებისთვის სემინარი მიმდინარეობს. სემინარი მიზნად ისახავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემაში მოღვაწეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლებას. კახეთში მოღვაწე ადვოკატებს საკუთარ გამოცდილებას ამერიკელი კოლეგები და ექსპერტები უზიარებენ. ,,ჩვენთან სტუმრად იმყოფება ჯორჯიის შტატის დელეგაცია, ექსტრა კლასის ადვოკატები, რომლებიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემაში მოღვაწეობის საკუთარ გამოცდილებას კახელ კოლეგებს უზიარებენ. მოგეხსენებათ...

    სოფელ ბაკურციხეში მართლმადიდებლური ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს

სოფელ ბაკურციხეში მართლმადიდებლური ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით მართლმადიდებლური ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს. ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ვარაუდით, ტაძარი შუა საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული. „უნდა მივმართოთ ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რათა ჩამოვიდნენ სპეციალისტები და დეტალური გამოკვლევა მოხდეს, შემდეგ კი აღდგენა პირვანდელი სახით. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და რიყის ქვითაა ნაშენი. ვისი სახელობისაა არ ვიცით. მნიშვნელოვანია იმით, რომ მეცნიერებისთვის სრულიად უცნობი ძეგლია. ჩემი...

    სოფელ ართანაში, კოხტას მთის ფერდობი იწვის

სოფელ ართანაში, კოხტას მთის ფერდობი იწვის

სოფელ ართანაში, კოხტას მთის ფერდობი იწვის. ხეობაში დილიდან დიდი დაკვამლიანებაა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 12 კილომეტრში გავრცელდა და ის ხმელ ხეებს და ბალახს უკიდია. ხანძარსაწინააღმდეგო პროცესს მიუვალი ადგილები ართულებს, რის გამოც ადგილზე სახანძრო მანქანები ვერ მიდიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიის დაზვერვითი სამუშაოები გამთენიისას განხორციელდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული.

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და საავტომობილო გზა გადაკეტა. მათი თქმით, ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს კუთვნილი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები, წინა ხელისუფლებამ კერძო პირზე გაასხვისა, რომელმაც მიწა ,,საქართველოს ბანკში,, ჩადო და დღეს უკვე ბანკი აპირებს მის გაყიდვას.მოსახლეობა ამბობს,რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღნიშნული მიწის ფართობს ყოველწლიურად ამუშავებდნენ, ახლა კი ბანკმა დაცვის კომპანია დაიქირავა და გლეხებს საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარების უფლებას არ...

    პირველადი მონაცემებით კახეთში ოპოზიციური პარტიების 11-მა კანდიდატმა გაიმარჯვა

პირველადი მონაცემებით კახეთში ოპოზიციური პარტიების 11-მა კანდიდატმა გაიმარჯვა

კახეთის საარჩევნო ოლქების მიხედვით, ოპოციზიური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის სულ 11-მა კანდიდატმა გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება: გურჯაანი #16 საარჩევნო ოლქი ვალერი ბარნაბიშვილი (“ევროპული საქართველო”) – 56.36% #17 საარჩევნო ოლქი- ვალერი ირომაშვილი- 52,05; დედოფლისწყარო #3 საარჩევნო ოლქი შალვა ხორნაული(“პატრიოტთა ალიანსი”) – 51.63% #9 საარჩევნო ოლქი ავთანდილ ხარხელაური(“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) – 48.04% ლაგოდეხი #2 საარჩევნო ოლქი ბესიკ...

    კახეთის 8 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 6 საჩივარი დაიწერა

კახეთის 8 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 6 საჩივარი დაიწერა

კახეთის 8 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 6 საჩივარი დაიწერა. მათგანი 2 საჩივარი შევიდა ლაგოდეხის საოლქო კომისიაში. ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მარიკა გიორგაძის თქმით, ორივე პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. თელავის საოლქო კომისიაში ევროპულმა საქართველომ დაწერა საჩივარი, რომელიც კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის თქმით, პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. კერძოდ, საჩივარში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი უბანთან ახლოს ეწეოდა აგიტაციას. ერთი საჩივარი დაიწერა, ასევე, ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ერთიანი...

    თელავში საარჩევნო უბნები რვა საათზე დაიხურა-მუნიციპალიტეტის მასშტაბით 54 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა

თელავში საარჩევნო უბნები რვა საათზე დაიხურა-მუნიციპალიტეტის მასშტაბით 54 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა

საარჩევნო უბნები თელავში ზუსტად რვა საათზე დაიხურა. ქალაქის მერობისათვის სულ 10 კანდიდატი იბრძოდა. თუმცა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მხარი კანდიდატ ,,ცხვარს,, დაუჭირეს. არჩევნებზე ხმის მისაცემად მისულმა სამოქალქო აქტივისტებმა ბიულეტენში სიტყვა ,,ცხვარი,, შემოხაზეს. მათი თქმით, ამ ფორმით თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას აპროტესტებენ. თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამომრჩეველმა დაახლოებით 38 % მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც...

    ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით ერთი საჩივარია დაწერილი

ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით ერთი საჩივარია დაწერილი

ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, ერთი საჩივარია დაწერილი. თელავის №17-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი ,,ევროპულმა საქართველომ,, დაწერა. პარტიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის #29 საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების,, მაჟორიტარი კანდიდატი აგიტაციას ატარებდა, რაც კანონდარღევაა. თელავის საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ საჩივარს შეისწავლიან, რაც შეეხება სხვა სახის დარღვევებს, კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის ინფორმაციით, სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.

    კახეთში "რთველი -2017" ოფიციალურად დღეს დასრულდა

კახეთში "რთველი -2017" ოფიციალურად დღეს დასრულდა

დღეს, კახეთში, "რთველი -2017" ოფიციალურად დასრულდა. რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, რთველმა გართულებების გარეშე ჩაიარა. მისივე თქმით, კერძო და სახელმწიფო ღვინის კომპანიებმა 125 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდეს. მთლიანად კახეთის რეგიონში ყურძენი 150 000-მა მევენახემ ჩააბარა, მიღებულმა შემოსავალმა კი ჯამში დაახლოებით 148 მილიონი ლარი შეადგინა. ცნობისთვის, კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 აგვისტოდან ფუნქციონირებდა.

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი