iMtavroba

iBusiness

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე / ხობის მუნიციპალიტეტი

    15 დეკემბრის 08:00-დან 23:00 საათამდე ანაკლიიის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება

15 დეკემბრის 08:00-დან 23:00 საათამდე ანაკლიიის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება

15 დეკემბრის 08:00 საათიდან 23:00 საათამდე ანაკლიაში მცხოვრებ მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით. ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცლებს. 

    ხობში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა

ხობში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა

თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, დიდი ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - „ობოლი სულის ტკივილი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.  საღამოზე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს და მისი ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროს უფროსი, პლატონ ბერაია და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ დირექტორი, ბორის...

    ხობში, სოფელ ნოჯიხევში ხიდ-ბოგირის, ხიდისა და წარეცხილი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობში, სოფელ ნოჯიხევში ხიდ-ბოგირის, ხიდისა და წარეცხილი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის დროს დაზიანებული ხიდ-ბოგირის, ხიდის და წარეცხილი გზის რეაბილიტაცია და 80 მეტრ მანძილზე გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 143 ათას ლარს შეადგენს და სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. საქართველოს მთავრობამ, 2017 წლის 24 ივლისის, N1543 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის დროს დაზიანებული ობიექტების (გზები, ხიდები, ხიდ-ბოგირები და ნაპირდამცავი ჯებირები) აღსადგენად მილიონ ნახევარი ლარი გამოყო.

    ხობში, თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის სივრცითი დაგეგმვის ტრენინგი ჩატარდა

ხობში, თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის სივრცითი დაგეგმვის ტრენინგი ჩატარდა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სივრცითი დაგეგმვის, აქტივების მართვისა და კაპიტალური საინვესტიციო გეგმების შემუშავების შესახებ კლასტერული ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების პროექტი, „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ (srmidp) ნაწილია, რომელიც მსოფლიო ბანკის და შვეიცარიის განითარების სააგენტოს ერთობლივი მხარდაჭერით მიმდინარეობს. მისი განხორციელება 2017 წლის...

    სამეგრელო-ზემო სვანეთის ადვოკატები: ვიღაცის კაპრიზების გამო რატომ უნდა ჩატარდეს მეორე ტური?!

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადვოკატები: ვიღაცის კაპრიზების გამო რატომ უნდა ჩატარდეს მეორე ტური?!

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადვოკატებმა დღეს ფოთში ბრიფინგი გამართეს. მათ ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. კერძოდ, მათი განცხადებით დავით ასათიანმა არჩევნებში დიდი უპირატესობით მოიგო და მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავენ. "ჩვენი შეხვედრა მიზნად ისახავს ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ მიმართული სამარცხვინო აქციების შეწყვეტის მოწოდებას. ჩვენ ვემიჯნებით ლანჩავა-კორძაძის ბინძურ კამპანიას, კოლეგებს უნდა ეყოთ სინდისიც, ნამუსიც და გამბედაობაც, რომ აღიარონ ეს დამარცხება. 160 ხმა...

     სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძალადობის მსხვერპლთა პირველი თავშესაფრის გახსნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძალადობის მსხვერპლთა პირველი თავშესაფრის გახსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ასოციაცია ,,მერკურმა“ და HunanDoc Foundation-მა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძალადობის მსხვერპლთა პირველი თავშესაფრის გახსნის საპატიო ცერემონია გამართეს. თავშესაფრისთვის განკუთვნილი შენობის რეაბილიტაცია და თავშესაფრის ფუნქციონირება უზრუნველყოფილია პროექტის ,, ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა...

    "სვანეთი ჩვენია და არა ინვესტორის"-35 ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მესტიაში აქცია მიმდინარეობს

"სვანეთი ჩვენია და არა ინვესტორის"-35 ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მესტიაში აქცია მიმდინარეობს

მესტიაში 35 ჰესის მშენებლობის და ინდუსტრიული მასშტაბებით ოქროს წარმოების შეჩერების მოთოვნით უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწლეეები და ორგანიზატორები „მესტიაჭალა 1" და „მესტიაჭალა 2" ჰესების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ისინი პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სვანეთში დაგეგმილი 35 ჰესების შეჩერების მოთხოვნით მიმართავენ. ცნობისთვის, „მესტიაჭალა 1" და „მესტიაჭალა 2" ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას საფუძველი 2017 წლის 6 ივნიის ჩაეყარა, დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2018...

    ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

24 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.  "ბიუჯეტის პროექტი - ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. დ. ჭოჭუას განმარტებით: შემოსავლები განისაზღვრა 8157.7 ათასი ლარით. აქედან: გადასახადები 5800,0 ათასი ლარი, გრანტები 2010.0 ათასი ლარი (აქედან: 1800.0 ათასი ლარი - გათანაბრებითი ტრანსფერი; 210,0 ათასი ლარი -...

    დღეს სამეგრელო ზემო-სვანეთის ოთხი მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარეებს აირჩევენ

დღეს სამეგრელო ზემო-სვანეთის ოთხი მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარეებს აირჩევენ

დღეს სამეგრელო ზემო-სვანეთის ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს, კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეებს აირჩევენ. ესენია - ხობი, მარტვილი, წალენჯიხა და ფოთი. არსებული ინფორმაციით ოთხივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" სიის პირველი ნომერი დაიკავებს, სიის მეორე ნომრები კი 'ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარეები გახდებიან.

    სოფელ პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.  მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს. პროექტის შესაბამისად, 2200 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები...

    ხამისკურში სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა

ხამისკურში სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა

ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა,-ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.  სტადიონი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, ზაზა ბუკიასთან ერთად დაათვალიერა. პროექტის შესაბამისად: დაიგო ხელოვნური საფარი, გარემონტდა ღობე და სკამები, დამონტაჟდა განათების სისტემა, მოეწყო სანიაღვრე არხი და სტადიონამდე მისასვლელი ბილიკი. სამუშაო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი...

    ხობის გამგებელმა მოსახლეობას 2017 წელს განხორციელებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა

ხობის გამგებელმა მოსახლეობას 2017 წელს განხორციელებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა

1 ნოემბერს, ქ. ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ მიმდინარე წლის ანგარიში წარადგინა და დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას 2017 წელს გაწეული სამუშაოები გააცნო,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, გამგებელი წელიწადში ერთხელ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, ამომრჩეველს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. დამსწრე საზოგადოებას გამგებელმა...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი