მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველკლასელმა მოსწავლეებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით განხორციელებული პროგრამის ,,ჩემი პირველი ნერგის’’ ფარგლებში 240 ხის ნერგი დარგეს.

პირველკლასელებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, მერის მოადგილე ნანა ბირკაია, საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინიციატივის მიზანია, ადრეული ასაკიდანვე ხელი შეუწყოს მოზარდებში ბუნებისადმი სიყვარულისა და გარემოზე ზრუნვის ჩვევის ჩამოყალიბებას.

პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.