​ღონისძიება პროფესიული ღვაწლისა და მრავალწლიანი ერთგული სამსახურის დაფასების ნიშნად გაიმართა. რწმუნებულმა ბიბლიოთეკარებს მადლობა გადაუხადა  განათლების, კულტურისა და საზოგადოების განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

​„თქვენ ყოველდღიურად ქმნით სივრცეს, სადაც ცოდნა ხელმისაწვდომი ხდება თითოეული ახალგაზრდისთვის, სადაც ძლიერდება წიგნიერება და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ინარჩუნებს სიცოცხლეს. თქვენი შრომა ხშირად უხმაუროა, თუმცა მისი შედეგი მრავალი წლის განმავლობაში ნათლად ჩანს. მადლობას გიხდით ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისა და იმ სითბოსთვის, რომლითაც თითოეულ მკითხველს ხვდებით. თქვენი ღვაწლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის,“ – აღნიშნა ზაალ გელაშვილმა.

​შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ბიბლიოთეკების მნიშვნელოვანი როლი ახალგაზრდებში წიგნიერების პოპულარიზაციის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.
​ღონისძიებას რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, მერის მოადგილეები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.