შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 2 ოქტმბრის №438 დადგენილებისა და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2025 წლის 3 ოქტომბერს საბაჟო დეპარტამენტის - საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, ასევე გაფორმების ეკონომიკური ზონები და გაფორმების განყოფილებები (გარდა სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711, 8716 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების განხორციელებისა) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.

18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებზე არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული საფასურები.

2025 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები.

გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული სერვისებით) სარგებლობისას." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.