დღეს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 9, 11, 13 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის – ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი, სადაც ფოთელმა 9 წლის მოჭადრაკემ, გიორგი წულაიამ 11 წლამდე ჭაბუკებში მეორე ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატი თბილისის ჭადრაკის სასახლეში 22 თებერვლს დაიწყო.  ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. მასში  საქართველოს ყველა რეგიონის 254 მოჭადრაკე მონაწილეობდა. პირველ ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა, ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.