2023 წლის 4 დეკემბერს, 16:00 საათზე საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფისა და სარტყლისა და გზის კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, ტარდება აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი.

სიმპოზიუმი ეძღვნება ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებს და „სარტყელი და გზის“ ინიციატივის 10 წლისთავს.

სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე მოწვეულნი არიან ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები,  ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და სხვა საპატიო სტუმრები.

სიმპოზიუმის მიზანია: მეცნიერებს, მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს შორის ინტერდისციპლინურიvდიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა; ჩინეთისა და მისი როლის მნიშვნელობის გააზრება ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში.

საერთაშორისო სიმპოზიუმი ემსახურება სამეცნიერო იდეების გაცვლას; კვლევის შედეგების გაცნობას და სამეცნიერო დისკუსიების პლატფორმის ჩამოყალიბებას; ისტორიულ აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული თემების მრავალფეროვანი სპექტრის ანალიზს, მის გავლენასა და მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებასა და ბიზნესის, კულტურისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ  დაუკავშირდეთ:

ზოია  ადამია

კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი

ელ. ფოსტა:  zoia.adamia@giu.edu.ge

მობ: 5(99) 270 746