აჭარაში დასრულდა დამწყები გიდების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 40-მდე დამწყები გიდი გადაამზადა, რომლებსაც სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. 

წელს, პირველად მათ შორის იყვნენ დამწყები თურქულენოვანი გიდები, რომლებზეც ტურისტების მხრიდან დიდი მოთხოვნაა. თეორიულ-პრაქტიკული  ტრენინგ-კურსის მონაწილეებმა გიდის პროფესიის ძირითადი საფუძვლები, ბათუმის ტურისტული მარშრუტები შეისწავლეს და პრაქტიკა გაიარეს ქალაქის ტურების მიმართულებით.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საგაზაფხულო ტრენინგ პროგრამას გიდებთან ერთად სასტუმროებისა და კვების ობიექტების მენეჯერები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, მიმტანები და ადმინისტრატორები გადიან. ისინი ცოდნას სერვისის საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით იუმჯობესებენ. ტრენინგები ბათუმსა და ქობულეთში მარტიდან მიმდინარეობს. ჯამში, საგაზაფხულო სესიებისას 400-მდე სექტორის წარმომადგენელი გადამზადდება. წლის ბოლომდე  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებთან ერთად მასტერკლასებს, ვიდეოგაკვეთილებსა და ვორქშოპებს გეგმავს. 

დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგები უფასოა და მასზე დასწრება აჭარაში მოქმედი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია სერვისის განვითარების ოფიციალურ ვებპორტალზე http://serviceajara.ge/  უნდა გაიარონ.