სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სხვადასხვა პროფილის 7  არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს. სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდნენ:

·         ფიზიკური პირი ფ. ტ. (მის: ხელვაჩაური, სოფელი მახო ) - ფრინველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ფრინველი იკვლებოდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ფრინველის ხორცი;

·         ფიზიკური პირი დ. ა. (მის: ხელვაჩაური, ფანასკერტელ-ციციშვილის N 29 ) - ფრინველთა სასაკლაოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები;

·         ფიზიკური პირი დ. მ. (მის: ბათუმი, დაუდ ასამბაძის 3 ა) - ცხოველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, აგრეთვე ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, რომელიც დაილუქა;

·         შპს ,,ბაკური“ (მის: ბათუმი სევერიან აჭარელის ქ.N 4-აგრარული ბაზარი) - ქათმის სარეალიზაციო  სივრცეში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები; ბიზნესოპერატორი, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, დაკვლის ადგილზევე უწევდა რეალიზაციას ფრინველის ხორცს;

·         ფიზიკური პირი ნ. ს. (მის: ქობულეთი თავისუფლების ქ. N 17 ) - ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

·         ინდმეწარმე  ი. კ. - (მის: ქობულეთი რუსთაველის ქ. 168) - საქმიანობდა  ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, ხორცპროდუქტების საწარმოში გამოვლინდა    კრიტიკული შეუსაბამობები

·         ფიზიკური პირი მ. გ.- მის: (ქ. ბათუმში, ბარცხანის დასახლება, ცაბაძის ქუჩა N 5)  ცხოველთა არალეგალური სასაკლაოზე  გამოვლინდა სხვადასხვა შეუსაბამობები, დაილუქა ხორცი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე.

სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით დადგენილი ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.