აჭარის პროექტების მართვის კომპანია დღეისთვის პარალელურად სამ სპორტულ ობიექტს აშენებს.
მალე ქობულეთის „ჩელე-არენა“ თავის ძველ სიდიადეს დაიბრუნებს. გულშემატკივრებს და სხვადასხვა ასაკის ფეხბურთის მოყვარულებს განახლებული, კაპიტალურად რეაბილიტირებული სამი სხვადასხვა ზომის მოედანი მოემსახურება. უკვე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. დაიგო უეფას სტანდარტების შესაბამისი ხელოვნური საფარი და გამოიცვალა კარები. გაკეთდა სადრენაჟე სისტემები. მცირე და საშუალო ზომის მოედნებზე მოეწყო პერიმეტრის ღობეები და განათების სისტემა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გასახდელებს და ადმინისტრაციულ სივრცეებს. მოედნის მიმდებარედ განთავსდა კაფე კონტეინერები.
აქტიურად მიმდინარეობს დახურული სპორტული კომპლექსის-ყინულის არენის და ახალი საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები. დასრულდა საცურაო აუზის შენობის სვეტებისა და იატაკების მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების მშენებლობა, აუზის თასის მონტაჟი, ტრიბუნების ჩარჩოების, შიდა და გარე კიბეების არმირება, პანდუსებისა და პლატფორმების ბეტონირება. დაწყებულია გადახურვის სამუშაოები. დასასრულს უახლოვდება შიდა კედლების შელესვა-მოპირკეთება.
გრძელდება დაბა ხულოში, წერეთლის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის მოწყობისა და საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოები. დღეის მდგომარეობით დასრულებულია საძირკვლის, სარდაფის კედლებისა და 0,00 ნიშნულზე გადახურვის ფილის მოწყობის სამუშაოები.
თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის სამ სართულიან შენობას 3 მეტრი სიმაღლის სარდაფი ექნება. შენობის სხვადასხვა სართულზე განთავსდება 200 მაყურებელზე გათვლილი საჭიდაო, საჭადრაკო და სავარჯიშო, ასევე სატრენაჟორო დარბაზები, რომლის იატაკი ხმის საიზოლაციო და ვიბრაციის ჩამხშობი მასალით დაიფარება. შენობის მიმდებარედ გაკეთდება 450 მაყურებელზე გათვლილი ახალი ხელოვნურსაფარიანი 90X60 საფეხბურთო მოედანი, რომელიც ფიფას სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მოედანი სპორტული LED სისტემით განათდება, ასევე მოეწყობა სადრენაჟე სისტემა, გაკეთდება ახალი, 6 მეტრი სიმაღლის ღობე. ობიექტი მთლიანად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
ბათუმს ასევე მალე ექნება ახალი მრავალფუნქციური პოლიკლინიკა და სასწრაფო დახმარების და ემერჯენსისთვის განკუთვნილი ახალი შენობა.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებულ შენობაზე ემერჯენსისთვის განკუთვნილი ნაგებობების მიშენებისა და შპს ბათუმის N1 მრავალფუნქციური პოლიკლინიკის ახალი შენობის მშენებლობას, აჭარის პროექტების მართვის კომპანია სპორტული ობიექტების პარალელურად ახორციელებს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებულ შენობაზე რკინა-ბეტონის კარკასული ნაწილის მიშენების სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ოთახების გამყოფი და პერიმეტრის კედლების ამოყვანის სამუშაოები. ასევე ეწყობა შიდა კომუნიკაციები.
აჭარის პროექტების მართვის კოკმპანია მომავალი წლიდან რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.
#აჭარისპროექტებისმართვისკომპანია
#სპორტიაჭარში
#ბათუმისსაცურაოაუზი
#ჩელე-არენა