️აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, დასრულდა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ვიტრაჟების რეაბილიტაცია.
ვიტრაჟების აღდგენის პროცესი წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს იყო ტაძრის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი.
პირველი და მეორე ეტაპი წინა წლებში განხორციელდა რაც მოიცავდა საფასადე ქვის ზედაპირის კონსერვაციას, ინტერიერში დაზიანებული კედლის მხატვრობის რეკონსტრუქციას და გარე განათების სისტემის მოწყობას.
ამჟამად აქტიური მომზადების ეტაპზეა ტაძრის ადაპტირებისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების პროექტი.