ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღნიშნული იქნება „ტოპ ფასი“, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ჩვენს ქსელში, ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით, - განაცხადა „აგროჰაბის“ კომერციულმა დირექტორმა ანა გახარიამ „სასურსათო კალათაზე“ საუბრისას.

მისი თქმით, პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც სასურსათო კალათაში განთავსებულ პროდუქტზე განისაზღვრება, გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ეს სტანდარტული ფასდაკლების დროს ხდება.

„პროცენტი ცვლადია, თუმცა იქნება იმ საშუალო პროცენტზე გაცილებით მაღალი, ვიდრე ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენი საშუალო ფასდაკლება ყოველთვის არის 30-35%-მდე, თუმცა ასეთ პროდუქტებზე შესაძლებელია, რომ გაცილებით მაღალიც იყოს“, - აღნიშნა ანა გახარიამ.