ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, 3 პირი კი დაშავდა. 

შემთხვევა სოფელ ქისტაურში მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

დაზარალებულები სხეულის სხვადასხვა ტრავმებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა  საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.