ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში კვადროციკლით მოძრავი ორი მოზარდი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგონა კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს დაეჯახნენ.
შეჯახების შედეგად ბიჭმა ყბა-სახის არეში მძიმე ტრავმა მიიღო, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მსუბუქი დაზიანებები აქვს გოგონას, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ასევე კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.