ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს სახელით წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი. ჟიურის გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
,,კულტურის სამინისტროს სახელით, ვულოცავ ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და წარმატებას ვუსურვებ მსოფლიო ასპარეზზე.
მინდა აღვნიშნო, რომ ფილმი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ გამორჩეულ სექციაში - Venice Spotlight იქნება წარმოდგენილი, სადაც წელს მხოლოდ 8 ფილმი შეირჩა. ფესტივალი სულ რამდენიმე დღეში გაიმართება და ფილმს ამ უმნიშვნელოვანეს პლატფორმაზეც წარმატებებს ვუსურვებთ.
კულტურის სამინისტრო და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას ხელს უწყობს როგორც წარმოების, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციის კუთხით. პრესტიჟულ ფესტივალებზე ქართული ფილმების წარდგენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მსოფლიო აუდიტორიამ ქართველი კინემატოგრაფისტების შემოქმედება და შესაძლებლობები გაიცნოს.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ შემოქმედებით ჯგუფს და არაერთ აღიარებას ვუსურვებთ“, - განაცხადა კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ კიკნაძემ.