რომში მიმდინარე გრან პრის გათამაშებაზე ქართველმა სპორტსმენმა, ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
პარა ტეკვონდოში რომში მიმდინარე 2026 წლის გრან პრის პირველობაზე ანა ჯაფარიძემ წარმატებით იასპარეზა.
ჩვენმა პარა ათლეტმა პირველი წრე მასპინძელ იტალიელს მოუგო, მეორე წრეში მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი დაამარცხა,ფინალში კი ბრძოლა მოუგო ევროპის ოთხგზის, მსოფლიოს ჩემპიონს, პარალიმპიური თამაშების ორგზის
მედალოსან თურქ მერიემ ბეთიულ ჩავდარს და რომის გრან პრის გამარჯვებული გახდა ![]()
![]()
![]()
![]()
ვულოცავთ ანას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ- ნათქვამია Georgian Paralympic Committee-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.