თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი "ფედერალისტების" ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილი გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

"ზუსტად სუსი რასაც ჩალიჩობს 3 თვეა, იმას ამბობს. ანუ ჩვენება მისცა პირდაპირ ეთერში სუსს ბაჩოს და ჩემს წინააღმდეგ და თან უფრო მეტიც სცოდნია. ძალიან მაინტერესებს ენმ-ს რომელი ლიდერი იგულისხმა?! მე მაქვს ჩემი ვერსია ვინ შეიძლება ავრცელებდეს ასეთ ჭორებს" - წერს ანი ნადარეიშვილი "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში  და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაუხრში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, შსს-ში გამოიკითხა ბაჩო ახალაია, ხოლო მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სუსში.