სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა 10-მა საწარმომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე  პერიოდში, 8,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია 800,000 ლარს აჭარბებს.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში. 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე,  მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.

ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი ქვეკომპონენტით, რომელიც არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის არის განკუთვნილი.