4 ოქტომბერს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა პაატა ბურჭულაძეს და სხვა ორგანიზატორებს დაუჯერეს, ახლა შეუძლიათ, ისევ დაუჯერონ, ჩადენილი დანაშაული აღიარონ, მოინანიონ და გენერალური პროკურატურის გაცხადებული პოზიციაა, რომ ისინი საპროცესო შეთანხმებას მიიღებენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
"პაატა ბურჭულაძე მსჯავრდებულია უმძიმესს სისხლისსამართლებრივ დანაშაულში. ახლა მისი განცხადებები გაკეთებულია საკუთარი თავის თუ მის მიერვე წაქეზებული ადამიანების გადასარჩენად, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. 4 ოქტომბერს მცდელობა იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად საქართველომ თავიდან აიცილა მორიგი რევოლუცია და გარე პატრონების მიერ ორგანიზებული გარე მმართველობის მცდელობა“, – განაცხადა გორდულაძემ.