საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,
საქართველოს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მაქვს პატივი გადმოგცეთ ჩემი გულთბილი მილოცვა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომისა და მასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური გამოწვევების კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ქვეყნები გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ მშვიდობის, საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დემოკრატიის სულისკვეთებით.
ვსარგებლობ შესაძლებლობით, რათა თქვენ და თქვენს ოჯახს გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, ხოლო ქართველ ხალხს - მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.