ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ წარმატებაზე ისაუბრა.
„ პირველ რიგში, მინდა მეც შევუერთდე იმ საერთო სიხარულს რომელიც ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წარმატებამ მთელ ქვეყანას მოუტანა! მადლობა საოცარი თამაშისთვის! გვეამაყება, რომ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად იასპარეზეთ და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეთ, რომ საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია! განსაკუთრებით გგულშემატკივრობდით. ისევე როგორც ყველგან, ოზურგეთშიც ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა დიდ ეკრანთან თქვენს მხარდასაჭერად და ეს მომავალშიც ასე იქნება!“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.