ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა:

საკრებულოს უკვე მივმართე სათანადო თანხმობის მისაღებად და სივრცითი განვითარების სააგენტოსთან ერთად ვიწყებთ პროექტის მომზადებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქალაქ ოზურგეთის მდგრადი განვითარების საკითხები - ჯანსაღი, უსაფრთხო, ღირსეული საცხოვრებელი და საქმიანი გარემოს შექმნა. ვიდრე გეგმა დამტკიცდება, მოვაწყობთ პროექტის განხილვას ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.