ბათუმში სტარტი აიღო FIDE-ს მსოფლიო ჩემპიონატმა ჭადრაკში კადეტთა შორის. შეჯიბრებაში 21 ქვეყნის 48 წარმომადგენელი - 8, 10 და12 წლის გოგონები და ვაჟები მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირი წრიული სისტემით 7 ტურად ჩატარდება. დროის კონტროლი - 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე - 30 წამის დამატებით. თითოეულ კატეგორიაში 8 მონაწილე ითამაშებს.

ღონისძიება ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ტურნირი 29 ნოემბერს დასრულდება.