ბათუმის ბულვარში, უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი ინტენსიურად გრძელდება.
ძველ ბულვარში, სანაპირო ზოლის მიმდებარედ, განთავსებული უსახური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების ტექნიკით, ბულვარის ადმინისტრაციისა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების ჩართულობით განხორციელდა.
სამუშაოების მიმდინარეობისას ტერიტორიიდან მსუბუქი კონსტრუქციების გატანა მოხდება და არსებული სივრცე პირვანდელი სახით აღდგება.
აღნიშნული პროცესი მოქმედი სამართლებრივი რეგულაციის ფარგლებში
ხორციელდება და კვების, ასევე დასასვენებელი ობიექტების მოწესრიგებას და ბულვარის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.