საკლასო ოთახებში სპეციალური აპარატით ხორციელდება განათების კოეფიციენტის დადგენა. აგრეთვე სანიტარული კვანძების ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება.
მონიტორინგის ფარგლებში ასევე ხორციელდება, კვების ბლოკში, სპორტ-დარბაზებსა და გასახდელებში სანიტარული შემოწმება.
ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით, სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, მთელი წლის განმავლობაში 27-ვე საჯარო სკოლა შემოწმდება.
მონიტორინგს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ლაბორტელორიულ კვლევით ცენტრთან ერთად ახორციელებს.