შპს ,,აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ მსურველებმა წინადადებები 8 ივნისის 13:00-მდე უნდა წარუდგინონ.
სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ განსაზღვრული, აუქციონის წლიური საწყისი ღირებულებაა 1 750 000 ₾. სარგებლობაში გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადით.
დღემდე ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა (რომელსაც UEFA-ს უმაღლესი, IV კატეგორიის კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული) საერთაშორისო მასშტაბის არაერთ ღონისძიებას უმასპინძლა:
* UEFA-ს 21 წლამდელთა 5 მატჩი;
* მსოფლიოს რაგბის კავშირისა და საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ჩატარებული არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული მატჩი.
* 2 ივნისს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, უპრეცედენტო ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებას ვუმასპინძლებთ.
სამომავლოდ, არაერთი პრესტიჟული მუსიკალური ღონისძიებაც იგეგმება.

2021 წლის 23 ივლისს, ელექტრონული აუქციონით შერჩეულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სტადიონის კომერციულ სახელწოდებად ,,აჭარაბეთ არენა“ განისაზღვრა, 2026 წლის ივლისის ბოლოს იწურება. ახალი აუქციონის გამოცხადების გადაწყვეტილება, აღნიშნული ვადების და პროცესის უწყვეტობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
ℹ️ წესები და პირობები, საკონტაქტო და სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://eauction.ge/Home/EntityView/1263552