ბათუმის სანდასუფთავება გაცნობებთ, რომ ბათუმის  ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესი შეიცვალა.

აღნიშნული ცვლილებები განსაზღვრულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის N1 დადგენილებით. 

ძირითადი ცვლილება შეეხო საყოფაცხოვრებო სტატუსის აბონენტებს. კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ პირებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი დასუფთავების მოსაკრებლის აბონენტებად, მოსაკრებელი დაერიცხებათ, პირობითად, ერთ სულზე ტარიფით - 1,30 ლარი. სულადობის დაზუსტების მიზნით,  აბონენტმა შპს „სანდასუფთავების“ მოსაკრებლის ადმინისტრირების სამსახურში უნდა წარმოადგინოს ცნობა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ შესაბამის მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ. აღნიშნული ცნობით შესაძლებელი იქნება სულადობის მაჩვენებლის დაკორექტირება უკვე რეგისტრირებულ აბონენტებზე.

გამომდინარე იქიდან, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება ხორციელდება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გადასახადთან ერთად, შპს „სანდასუფთავება“ მოგიწოდებთ ასევე იმ აბონენტებს, რომელთა დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ა.შ. შეიცვალა, მონაცემების შესწორების მიზნით, ერთჯერადად მიმართოთ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (მის: ქ. ბათუმი, პეტრე ბაგრატიონის ქ.N103). 

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია, შესწორებული რეკვიზიტებით, ავტომატურად დაფიქსირდება დასუფთავების მოსაკრებლის აბონენტის ბარათზე. აუცილებელია თან იქონიოთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (0422) 24 70 20

მისამართზე: ქ. ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქ. #55. 
                                         
დადგენილება იხილეთ ბმულზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6766975?publication=0