ბათუმში, ქალაქის მასშტაბით, სკვერებში, პარკებსა და  მწვანე სივრცეებში მოვლა-პატრონობისა და განახლების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გამწვანების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ ხე-მცენარეების დეკორატიული გასხვლისა და ფორმირების, ნიადაგის გაფხვიერებისა და მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოებს. 


სკვერებში ასევე განხორციელდა ტორფის შეტანის სამუშაოები, რაც ხელს უწყობს ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და მცენარეებისთვის აუცილებელი პირობების შენარჩუნებას.

პარალელურად, გაიცელა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები, ტროტუარები და გზაგამყოფები. 
ქალაქში  ასევე რეგულარულად მიმდინარეობს ხე-მცენარეების წამლობითი ღონისძიებები.