ბათუმში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქში სკვერების, პარკების და მწვანე სივრცეების მოწესრიგება და ასევე ხე-მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირების სამუშაოები ხორციელდება.
სკვერებში, პარკებში, მწვანე სივრცეებში და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში ხე-მცენარეების ირგვლივ ნიადაგის გაფხვიერების სამუშაოები მიმდინარეობს.





