საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, მოსახლეობასთან შეხვედრა ბორჯომში გამართა და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები გააცნო.
შეხვედრაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
ანრი ოხანაშვილმა, ირაკლი შატაკიშვილმა და ანტონ ობოლაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: გრეტა წიწავა, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი.
დღესვე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია მოსახლეობასთან შეხვედრას გორში გამართავს.