საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დენის ბეჩიროვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისალოც წერილში დენის ბეჩიროვიჩი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
„თქვენო აღმატებულებავ,
ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმისა და ჩემი სახელით, ნება მომეცით გულწრფელად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და გისურვოთ თქვენი ქვეყნის ხანგრძლივი კეთილდღეობა.
ვსარგებლობ შესაძლებლობით და გამოვხატავ მტკიცე რწმენას, რომ, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.