ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, სახელმწიფოს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა “ულეველა“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რძის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს კოოპერატივების დეპარტამენტის უფროსთან კონსტანტინე ხუცაიძესთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად დაესწრო.

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში გაიხსნა რძის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც წელიწადში დაახლოებით 45 ტონა რძის გადამუშავებას შეძლებს. აღნიშნული საწარმოს გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია მაღალმთიანი სოფლისთვის, რადგანაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან ერთად ხელს შეუშლის მიგრაციის პროცესებს. საწყის ეტაპზე პროდუქციის რეალიზება მოხდება ადგილობრივ ბაზარზე. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, თუ როგორ შეიძლება იყოს ჯანსაღი თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ეს საწარმო შეიქმნა სახელმწიფოს სრული მხარდაჭერით. დანადგარები გადაეცა კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,“- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.