"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დარეჯან ცხვიტარია აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჩატარდება სახალხო კრება, რომლის თავმჯდომარე "რუსთაველის გამზირის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე იქნება და ხელის აწევით გადააყენებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას.
"ხელისუფლება არ გადადგება?! ჩვენ არ გავჩერდებით. რამდენიმე ათასობით ადამიანი, მილიონი ადამიანი რომ დადგება, ხელისუფლება არ წავა? ჩვენ ვაიძულებთ რომ გადადგეს ხელისუფლება. არ არის ის ჩვენი ხელისუფლება, ის არის რუსული მთავრობა, არ გვინდა ჩვენ - ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი.
თუ საჭირო იქნება პარლამენტში შევალთ. თუ ხელისუფლება იქ მოსული ხალხის მოთხოვნას არ შეასრულებს და არ გადადგება...
მე ვფიქრობ რომ გადადგება ხელისუფლება. იძულებული იქნება გადადგეს. თუ უნდა ბიძინა ივანიშვილს ნორმალური ცხოვრება ამ აქვეყანაში მოეგოს აზრს და ფულს ფიქრს თავი დაანებოს და გადადგეს. უთხრას თავის მონებს, რომ გადაგეს.
მშვიდობიანი დამხობა ნიშნავს მშვიდობიანი გზით წასვლას ხელისუფლებიდან. ჩვენ გვაქვს უფლება ხელისუფლება გადავაყენოთ მშვიდობიანი გზით.
მშვიდობიანი არის სახალხო მოძრაობა, რომელიც შეგროვდება 4-ში უამრავი ხალხი ჩაატარებს კრებას და ხელის აწევით გადააყენებს ამ ხელისუფლებას. " - ამის შესახებ დარეჯან ცხვიტარიამ ვახო ხუზმიაშვილის "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, კრების თავმჯდომარე ვინ იქნება? დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა: პაატა ბურჭულაძე - ის არის სახალხო ლიდერი. კრებას უხელმძღვანელებს პაატა ბურჭულაძე.