სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 2025 წლის წარმატებული სპორტსმენები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილი სამტრედიელები დააჯილდოვა.



დაჯილდოებულთა შორის იყვნენ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები, ასევე კულტურის, განათლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროში გამორჩეული მოქალაქეები.

„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაფასება, რომლებიც თავიანთი შრომითა და მიღწევებით ამდიდრებენ ჩვენს მუნიციპალიტეტს. მათი წარმატება ახალგაზრდებისთვის ძლიერი მოტივაციაა და სამტრედიის მომავალი განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სპორტისა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანების მხარდაჭერას“, - აღნიშნა დავით ბახტაძემ.