აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დევნილთა კომიტეტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ადგილების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხები განიხილეს და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.