დედაქალაქში პირველად ქართული გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილი ფესტივალი „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართა.
ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ორბელიანის მოედანზე ჩატარდა.
„თბილისი ფუდ-გენმა“ ქართული გულსართიანი ცომეულის მრავალფეროვნება, ტრადიციები და რეგიონულ იდენტობა გააერთიანა.
ფესტივალის სტუმრებს, ორი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ხაჭაპურისა და ტრადიციული გულსართიანების მრავალფეროვანი სახეობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს კუთხეების კულინარიულ ტრადიციებს და მემკვიდრეობას.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ხაჭაპურის ცხობის მასტერკლასები და საინფორმაციო ხასიათის სემინარები ქართული კულინარიის მდიდარი ისტორიის შესახებ.
ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი სტუმრობდა. ფესტივალზე ასევე იმყოფებოდა ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია, რომელმაც განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.