შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1 ოქტომბერს დაიწყება და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კანდიდატები კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდების - KET, PET, FCE და CAE - ჩაბარებას დეკემბრის თვეში შეძლებენ.


მათთვის, ვინც რეგისტრაციას აღნიშნულ ვადაში ვერ გაივლის, გვიანი რეგისტრაცია 21 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბრის 16:00 საათამდე გაგრძელდება. გვიანი რეგისტრაციის საფასური დამატებით120 ლარს შეადგენს. 
2026 წლის დეკემბრის საგამოცდო სესიაზე კანდიდატები რეგისტრაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ონლაინ გაივლიან. კემბრიჯის მენიუში განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და მიბმულ ფაილად ატვირთონ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აიდი ბარათი ან პასპორტი), მან უნდა ატვირთოს „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. ფორმის ყველა ველი, კანდიდატის ნომრის გარდა, უნდა იყოს შევსებული. ფორმას თან უნდა ახლდეს 3X4 ზომის ერთი ფოტო, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სკოლის ან მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებლის ან დირექტორის ხელმოწერით.
რეგისტრაცია წარმატებით გავლილად ჩაითვლება, თუ აპლიკანტი რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან.
სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში აპლიკანტს რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება გამოცდის განრიგი.
საბანკო რეკვიზიტები
გამოცდა და მასში მონაწილეობის საფასური
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:Paper-based KET – 3 დეკემბერიPaper-based PET - 3 დეკემბერიPaper-based FCE – 12 დეკემბერიPaper-based CAE – 12 დეკემბერი
კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.
ტესტების ნიმუშები