დღეს ფოთში სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის, სამართალდამცავი, ომისა თუ შრომის ვეტერანები დიდების მემორიალთან შეიკრიბნენ და ახლადარჩეულ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მათ ქვეყანას მშვიდობა უსურვეს და მხარეებს გაერთიანებისაკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა.