საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს დღეს შეხვდება.
გიორგი ზურაბაშვილის და მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრა მინსკში გაიმართება
„რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა გაიმართება 2026 წლის 19 ნოემბერს მინსკში“, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ინფორმაცია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელი ავრცელებს