თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტი უფროსკლასელებსა და სტუდენტებს დიზაინის საფუძვლების ინტენსიურ, გრძელვადიან პროგრამას სთავაზობს.
პროგრამა განკუთვნილია იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც დიზაინი აინტერესებთ, თუმცა ჯერ არ აქვთ პროფესიული გამოცდილება და საკუთარი მიმართულების ძიებაში არიან.
30-ზე მეტი ლექტორისა და დიზაინის, შემოქმედებითი და ბიზნეს სფეროს პროფესიონალის ჩართულობით, 200-საათიანი კურსის განმავლობაში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ:
• სრულყოფილად გაეცნონ ინდუსტრიაში არსებულ პროფესიებს
• შეისწავლონ დიზაინის აკადემიური საფუძველი
• განივითარონ ტექნიკური უნარები
• დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად იმუშაონ რეალურ პროექტებზე
• გაიზიარონ ცოდნა და მიიღონ რჩევები ბიზნესისა და სოციალური სექტორის წარმომადგენლებისგან
• განივითარონ იდეების ვიზუალიზაციისა და პრობლემის დიზაინის გზით გადაწყვეტის უნარები
კურსზე მიღებული გამოცდილებების საფუძველზე, სტუდენტები უკეთ გააზრებული პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და პორტფოლიოს შექმნას შეძლებენ. არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა. პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელი 24 მარტამდე, ბმულზე: https://shorturl.at/qtB9Z
თიბისი ქმნის და მხარს უჭერს განათლების პროგრამებს, რომლებიც ახალი თაობისთვის ცოდნას შესაძლებლობად, ხოლო შესაძლებლობას კი რეალურ წინსვლად აქცევს. დიზაინის ინსტიტუტის და თიბისის ერთობლივი ინიციატივები ახალ თაობას აძლევს სივრცეს საკუთარი ინტერესების აღმოსაჩენად, უნარების გასავითარებლად და იმ გზის გამოსავლენად, რომელიც მათ მომავალ პროფესიულ არჩევანს განსაზღვრავს.