ქალაქ დმანისის სულთმოფენობის სახელობის ტაძარში, დმანისის და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას, სადღესასწაულო წირვა აღავლინა და დმანისის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო მონუმენტზე განთავსებული სამეფო ჯვარი აკურთხა.

კურთხევის ცერემონიალს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საზეიმო წირვის შემდეგ, ეპარქიისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შეხვდენენ ახლადშექმნილ საფეხბურთო კლუბ „დმანისის“ წევრებს, დალოცეს და წარმატებები უსურვეს.