საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ტრადიციული წესით აძლევს ხმას, დმანისში, სოფელ განახლებისა და ველისპირის მოსახლეობა. 35-ე უბანზე მაღალი აქტივობაა და კენჭისყრა, მშვიდ ვითარებაში ტარდება.
არჩევანს „ქართული ოცნებისა“ და „ლელოს“ კანდიდატებს შორის აკეთებენ.
საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის ლევან ნონიაშვილის განცხადებით, ამომრჩეველი დილიდან აქტიურობს და მიდის ხმის მისაცემად, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.