მნიშვნელოვანი სიახლე: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან შეთანხმება გააფორმა, რომელიც მსოფლიო ისტორიაში ნავთობის ყველაზე დიდ გარიგებას წარმოადგენს! ჩემი მითითებით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სამხედრო მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, ვენესუელას უაღრესად პატივცემულ დროებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან მჭიდრო თანამშრომლობით და კერძო ბიზნესთან პარტნიორობის გზით, ვენესუელაში 65 მილიარდ ბარელზე მეტი დადასტურებული ნავთობის რეზერვის უმრავლესობის კონტროლი მოიპოვეს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის ყოველგვარი ხარჯების გარეშე. - ამის შესაზებ ამერიკიშ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ეს ისტორიული ტრანზაქცია, რომელიც ამერიკის ნავთობის რეზერვებს ორჯერ აჭარბებს, მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ნავთობის მიწოდებას და მომავალშიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბენზინის ფასებს ყველა ამერიკელისთვის, ამავდროულად ხელს შეუწყობს ვენესუელას უდიდესი წარმატებისა და დიდი კეთილდღეობის გზაზე დაყენების გაგრძელებას. ეს ტრანზაქცია მნიშვნელოვნად გააძლიერებს ვენესუელასა და შეერთებულ შტატებს შორის ისედაც მზარდ ურთიერთობას! გმადლობთ ამ რევოლუციური საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის. კვლავ გახადეთ ამერიკა დიდებული! - წერს დონალდ ტრამპი.