აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანზე დაგეგმილ თავდასხმას დროებით აუქმებს 

"აშშ მზადაა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ საბრძოლველად, სამხედრო ტერორის, ძალისა და ძალაუფლების ისეთ დონეზე, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავთ. ამის მიუხედავად, ირანმა და სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა ახლახან მოგვთხოვეს, შევაჩეროთ ნებისმიერი თავდასხმა, რომელზეც შეთანხმების პერიმეტრებია შეთანხმებული. ეს მოიცავს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ სრულ გახსნას და ირანის ბირთვული საფრთხის დასრულებას.

ამ თხოვნის საფუძველზე, მსოფლიოს მომავლის საკეთილდღეოდ და ასევე წარმატებული და აყვავებული ირანის გადარჩენისთვის, დავთანხმდი თავდასხმის გაუქმებას, იმ პირობით, რომ შეთანხმების სწრაფად დადება შესაძლებელი იქნება. ისრაელის ქვეყანაც მიერთდება ამ ვალდებულებაში. შეუდექით საქმეს ყველამ და დაასრულეთ. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის! " - წერს ამერიკის პრეზიდენტი.