რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო სკოლების აღდგენას იწყებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ქვეშეთსა და საკრამულაში.
შესაბამისი ხელშეკრულება, ფონდმა, ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან გააფორმა.
პროექტების ფარგლებში, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად განახლდება ქვეშეთისა და საკრამულის სკოლების საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული სივრცეები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის შემდეგ მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო გარემო შეიქმნება.